პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

გიგა ბოკერია - შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დისკუსია თუ სურდა, თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი

04.06.2025 ნახვები: 413

წულუკიანს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, თეა თუთბერიძეს, გიორგი კანდელაკს, ჩიორა თაქთაქიშვილს თუ აქვთ სურვილი „კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“.

გიგა ბოკერიას თქმით, "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებს.

"ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე.

რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.

რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო.

პოლიტიკური ამოცანებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიკური დევნა, რაც მათ შორის ამ კომისიის გამოყენებით მიმდინარეობს და რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.

ამავე დროს, ის, რის გამოც გრძელდება პროტესტი საქართველოში, უკავშირდება კიდევ უფრო დიდ რამეს, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ის შეეხება ჩვენს საერთო მომავალს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რომელსაც გარე მტერთან, რუსეთთან ერთად საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი უქმნის.

და სულ ბოლოს - განვმეორდები: ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის, როცა არ მიბარებს მე და იბარებს და იჭერს რეჟიმის იმ ოპონენტებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონია წინა ხელისუფლებასთან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა