პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

მარკ რუტე - ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით

04.06.2025 ნახვები: 383

ნატო-ს მხრიდან უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერა მიმართულია არა ომის გახანგრძლივებისკენ, არამედ იმის უზრუნველყოფად, რომ უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა ახლა და ნებისმიერი აგრესიის თავიდან აცილება მომავალში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„განვიხილავთ ნატო-ს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას და ამ საშინელი ომის დასრულების აუცილებლობას“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, დღეს ნატო-ს მოკავშირეები, პარტნიორები და უკრაინა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც გერმანია და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმ ფონზე, როდესაც ის რუსეთის აგრესიას ებრძვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებით სისხლისღვრის შესაჩერებლად“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას, ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის - არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა