კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

რასა იუკნევიჩიანე - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომ არ ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი

ნახვები: 520 რასა იუკნევიჩიანე - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომ არ ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი

ვწუხვარ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთიანობა. გვაქვს განსხვავებული მიდგომები და ეს არ არის სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ერთიანი პოზიცია და არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა.

„ამ ანგარიშში, ასევე ჩვენს წინა რეზოლუციებში მოვუწოდებდით და კვლავ მოვუწოდებთ, გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომ არ ვაღიაროთ ეს რეჟიმი გაყალბებული არჩევნების გამო, იმის გამო, რომ არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და კვლავ იყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ჟურნალისტებს აპატიმრებენ, პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ და ვშიშობ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ მეტს დააპატიმრებენ. ეს არ არის საუკეთესო ქცევა ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ამა თუ იმ გზით აღიარონ ეს რეჟიმი. ერთიანობის გამოჩენის და ახალი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად, ვფიქრობ, რაღაცას არასწორს ვაკეთებთ ასეთი პოლიტიკით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს პროევროპული მომავალი სურთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულიად განსხვავებული მიდგომა უნდა შეიმუშაონ საქართველოს მთავრობის მიმართ.

„ეს მაგონებს პუტინთან ურთიერთობის წარუმატებელ პოლიტიკას, რადგან ბევრი წლის განმავლობაში ვამბობდით, უნდა ჩავერთოთ, უნდა ვიმუშაოთ მთავრობასთან და შედეგი არის საშინელი. იგივეს ვხედავ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ამ ჩართულობის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და ჩვენ მარცხს განვიცდით. ასე რომ ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: თუ გვსურს პროევროპული მომავალი საქართველოსთვის, თუ გვსურს, რომ რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა ან სხვა ქვეყნებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ დაიპყრონ, უნდა შევიმუშაოთ სრულიად განსხვავებული მიდგომა რეჟიმის მიმართ, რომელიც პრორუსულია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა