პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს - მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ

04.06.2025 ნახვები: 447

მოგიწოდებთ უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში 200 დღეზე მეტია საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტის გასვლის შემდეგ საქართველოში დღეს რუსული სტილის ავტორიტარიზმის მომსწრენი ვართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, ქართველი ხალხი იბრძვის ქუჩაში 200 დღეზე მეტია. ქართველები მზად არიან იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მეტი მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა