პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტში მივიდა მაისურით, რომელზეც მზია ამაღლობელის ფოტო იყო დაბეჭდილი

04.06.2025 ნახვები: 446

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მაისურით მივიდა, რომელზეც „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ფოტო იყო დაბეჭდილი და დატანებული ჰქონდა ამაღლობელისვე ფრაზა: „იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“.

რასა იუკნევიჩიანემ სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, ანგარიშში საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას.

კომიტეტმა ანგარიშის პროექტი 55 ხმით დაამტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა