კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ანდრეი სიბიგა - რუსეთს ომის დასრულების შესახებ უკრაინის დოკუმენტზე პასუხი არ გაუცია

ნახვები: 468 ანდრეი სიბიგა - რუსეთს ომის დასრულების შესახებ უკრაინის დოკუმენტზე პასუხი არ გაუცია

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის წინ მოსკოვმა კიევისგან მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ომის დასრულების შესახებ უკრაინული მხარის ხედვა იყო ასახული, თუმცა, რუსულ მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. ჩვენ ის შეხვედრის წინ გავაგზავნეთ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ რუსებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ. მათ არანაირი პასუხი არ გასცეს. არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, დუმილის ყოველი დღე ადასტურებს მათ სურვილს, ომი გააგრძელონ.

„უფრო მეტიც, უკრაინის მხარის კონსტრუქციულ წინადადებებზე რეაგირების ნაცვლად, რუსეთმა წამოაყენა ულტიმატუმების მთელი რიგი, რაც სიტუაციას მშვიდობის დამყარებასთან არ აახლოებს. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის დაპირებებს, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის მიცემულს, რომ ამ კვირაში სტამბოლში რაიმე რეალისტურ და განხორციელებადს წარადგენდა“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე უარი ამბობს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მნიშვნელოვან ფორმატზე და ეს საკმარისი მიზეზია უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ.

„უნდა დავასრულოთ მკვლელობები. თუ მიმდინარე შეხვედრები ასეთ შედეგს ვერ გამოიღებს და მშვიდობის ხელშეწყობას ვერ შეძლებს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელია“, - წერს სიბიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა