პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სენატორი ჯინ შაჰინი - ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ორპარტიული „MEGOBARI აქტი“

04.06.2025 ნახვები: 443

ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოჰყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად.

“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივრები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში - ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშაა - ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. მართალი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, ვინაიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას პრესის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის”, - განაცხადა შაჰინმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა “MEGOBARI” აქტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა