პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სალომე ზურაბიშვილი - ანტონიო კოშტასთან საუბარი მქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე

04.06.2025 ნახვები: 464

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ანტონიო კოშტასთან საუბარი ჰქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე და რუსულ ჰიბრიდულ სტრატეგიაზე "“ქართული ოცნების" მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით”.

“მნიშვნელოვანი საუბარი [მქონდა] ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად, ასევე მნიშვნელობებზე შავი ზღვისა და კავკასიის ევროკავშირის სტრატეგიისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ინიციატივით გაიმართა. ამავე ინფორმაციით, ანტონიო კოშტამ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორც "დემოკრატიული დარღვევების ასევე, რეპრესიების მიმართულებით".

"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, კრიტიკულ მდგომარეობას მედიაში და რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს. პრეზიდენტი კოშტა დაინტერესდა რა მოლოდინები არსებობს ქვეყანაში საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ევროკავშირის მიმართ", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის პრესსასმახურის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა