პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

პეტრე ცისკარიშვილი - სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით, ქვეყანაში თვისობრივად არაფერი შეიცვლება

03.06.2025 ნახვები: 382

ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება და პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც შევძლებთ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა იოსებ ჭელიძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, „ოცნებას“ აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს და სხვა ამოცანები ამოძრავებს“.

„ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით და თანამდებობიდან გადაყენებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება, პრინციპული ცვლილება პოლიტიკური კლიმატის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასავლეთთან საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვა ამოცანები ამოძრავებთ - ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა და ძალიან დიდი ფულის კეთება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ უჩივლა. ცისკარიშვილის თქმით, „ამ ყველაფერს პასუხი დასავლეთის მხრიდან მოჰყვება“.

„ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ მის დეკლარირებულ განზრახვას - ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია, ვინმე ვერ მიხვდება, თუნდაც საქართველოში ან ქვეყნის გარეთ დასავლეთში ჩვენი პარტნიორები... თუნდაც ამას აკეთებდნენ ირიბი, შემოვლითი გზებით და არა პირდაპირი რადიკალური ჩარევით... პასუხი დასავლეთის მხრიდან ამას მოჰყვება მას მერე, რაც მოქმედებაში და სისრულეში მოიყვანენ თავის გეგმას თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ გააფორმონ დიქტატურა. ამასთან იმას, რომ ევროპის კანდიდატის სტატუსი აქვს ქვეყანას და იმავდროულად, ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, განსაკუთრებით, თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა