პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

თავისუფლების მოედანი: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს

03.06.2025 ნახვები: 413

პარტია თავისუფლების მოედანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების მმართველობისა და მისი რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, პარტია არ განიხილავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

"თავისუფლების მოედანი" არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი - აღარ. სამოქალაქო და მედია სივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან.

გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს „ქართული ოცნების" ჩამოშლა. დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება „თავისუფლების მოედნის" მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს.

არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების" წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით - გვჯერა, რომ „ოცნებას" ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ.

რეჟიმის საბოლოო დამარცხებისთვის დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედების ერთიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ასევე, ერთობლივი უნდა იყოს.

ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ახალი, სამართლიანი არჩევნების დასანიშნად", - აცხადებს პარტია თავისუფლების მოედანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა