პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ვლადიმერ მედინსკი - უკრაინულ მხარეს რუსეთის მემორანდუმი გადავეცით

02.06.2025 ნახვები: 393

უკრაინულ მხარეს ჩვენი მემორანდუმი გადავეცით, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას. ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

მისი თქმით, მომავალ კვირაში რუსული მხარე უკრაინას 6 000 უკრაინელი სამხედროს ცხედარს გადასცემს.

„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინულ მხარეს გარდაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების 6 000 გაყინულ ცხედარს გადავცემთ. ჩვენ, ვინც შეგვეძლო, ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ“, - აღნიშნა მედინსკიმ.

ასევე, მედინსკის ცნობით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მძიმედ დაჭრილი სამხედროებისა და ახალგაზრდა ჯარისკაცების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ, სულ მცირე 1 000 სამხედროს ოდენობით.

მედინსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ უკრაინულ მხარეს ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის დროებით შეწყვეტა შესთავაზა.

„ჩვენ ორი ან სამი დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, რათა მეთაურებმა ჯარისკაცების ცხედრები მიიღონ“, - განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა „ბავშვების საკითხიც განიხილეს და მან უკრაინას 339 ბავშვის სია გადასცა“.

„ეს სია კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია, რომელიც ევროპელებისთვისაა განკუთვნილი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა