პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა

02.06.2025 ნახვები: 399

თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრა მოლაპარაკებების მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გახსნა.

„დღეს ამ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასებთ ორივე მხარის პერსპექტივებსა და შეხედულებებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე განვიხილავთ ჰუმანიტარული ინიციატივების საკითხებს და ლიდერების შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და სხვები.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, როგორიც მოლაპარაკებების წინა რაუნდში იყო. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა