პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

თიბისი x კინო გზაზე - თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

02.06.2025 ნახვები: 401

 

მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქართული ფილმები თქვენს ქალაქებში მოდიან.

კინო გზაზე - ქართველი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას იწყებს და წელს, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდება.

6 ივნისიდან, კინო გზაზე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრება. პროექტის გამხსნელი კინოჩვენება კახეთში, თელავში გაიმართება. სწორედ, აქედან დაიწყებს თანამედროვე ქართული კინო ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას.

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი, ქობულეთი, ვანი - ეს ის ლოკაციებია, სადაც მოძრავი ეკრანი ივნისსა და ივლისში გაიშლება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა ღია დისკუსია პროექტის ავტორებთან და ფილმის რეჟისორებთან ერთად. კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კინო - საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული მედიუმია. ის აერთიანებს და აჩვენებს ადამიანურ ისტორიებს, ქმნის საერთო ემოციურ გამოცდილებას. კინო იწყებს დიალოგს, აჩენს კითხვებს, გვაწვდის პასუხებს და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ინსპირაციას აძლევს ახალ იდეებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

კულტურის განვითარება და ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა, რომ ყველამ შეძლოს თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.

გვჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანების დაახლოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საერთო ღირებულებების გაღრმავება.

კინო გზაზე იწყება - ემოციებით, საინტერესო ისტორიებითა და ახალი თავგადასავლებით!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა