პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ევრო 2025"-ისთვის ავსტრიული შეკრება დაიწყო

01.06.2025 ნახვები: 424

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში შეიკრიბა, სადაც 8 ივნისის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

ავსტრიულ შეკრებაზე 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე ფორაუს „ურკრაფტ არენაზე“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

21-წლამდელებმა ფორაუში არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ლეგიონერები – გაბრიელ სიგუა, საბა მამაცაშვილი და ლაშა ოდიშარია გუნდს 2 ივნისს შეუერთდებიან.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“);

მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), გიორგი მაისურაძე („პოლისია“, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა);

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი“);

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი“), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913“), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2025 | მატჩების განრიგი:

11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო;

14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო;

17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა