პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლის საკლუბო სეზონი 12 გოლით და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა

01.06.2025 ნახვები: 387

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ გაუტანა და კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დამაჯერებელი სტატისტიკით დაასრულა.

2024/25 წლების სეზონში ხვიჩა პსჟ-ს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთო. მან ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – „ბრესტის“, „ასტონ ვილასა“ და ფინალში მილანური გუნდის კარში. გარდა ამისა, კვარაცხელიამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელი, პსჟ-თან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოაგროვა:

„ნაპოლიში“ – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა

„პარი სენ-ჟერმენში“ ლიგა 1-ში – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა

ჩემპიონთა ლიგაზე – 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა