პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

30.05.2025 ნახვები: 433

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების განმარტებით, ნიკა მელია 29 მაისს, 21:00 საათზე დააკავეს, ხოლო გირაოს გადახდის ვადა, 29 მაისის, ღამის 12 საათზე იწურებოდა. შესაბამისად, მათივე თქმით, შესაძლოა, მელიას გირაო ბოლო საათებშიც გადაეხადა.

„არავინ უშლის ადამიანს გადაწყვეტილება შეცვალოს“, - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ბრალდების მხარის განცხადებით კი, ნიკა მელიამ უგულებელყო კანონიერი მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, რომ „ის აპირებდა გირაოს გადახდას“, უსაფუძვლოა.

ამის შემდგომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა ადვოკატებს: „გირაოს არგადახდა მოხდა იმის გამო, რომ ის დააკავეს, თუ არ ჰქონდა გადახდის სურვილი?“

საპასუხოდ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ შეეზღუდა.

„მას სახელმწიფომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ მოუსპო, იმიტომ, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ვინ უშლიდა ნიკა მელიას, რომ 23:30 საათზე გადაეხადა თანხა?“ - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

„ბატონმა [გიორგი]ვაშაძემაც ბოლო წამს გადაიხადა“, - აღნიშნა რეპლიკის სახით ნიკა მელიამ, იქამდე ვიდრე მას სასამართლოდან გააძევებდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა