პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ნიკა მელია მოსამართლეს - რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ

30.05.2025 ნახვები: 410

რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში, - ასე უპასუხა ბრალდებულმა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

აღნიშნულის შესახებ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო ბრალდებულია და პროცესი მიმდინარეობს.

გარდა მოსამართლისა, ნიკა მელიამ „სისულელე“ უწოდა ბრალდების მხარის კითხვებსაც.

„ამ სისულელეს ვერ მოვუსმენ. ეს არ არის შეურაცხყოფა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება გაკადროთ თქვენ და რისი ღირსიც ხართ“, - მიმართა ნიკა მელიამ პროკურორს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ეწურებოდა, თუმცა გადახდამდე ის დააკავეს. ადვოკატების განმარტებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს, რომელიც 29 მაისის საღამოს სამართალდამცველებმა საერთოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ კი, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა