პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სალომე ზურაბიშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა

30.05.2025 ნახვები: 476

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინს შეხვდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენატორს ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს და მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა