პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

კიტ კელოგი - სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

30.05.2025 ნახვები: 389

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რომელიც 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება, მონაწილეობას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული ლიდერების მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში

კელოგის თქმით, მოსალოდნელია, რომ ისინი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავენ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებთან.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისგან მიიღო 22-პუნქტიანი მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები. ეს დოკუმენტი პარიზსა და ლონდონში ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია რუსეთის მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებით. კელოგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პასუხის ამ არარსებობამ, შეიძლება, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან უკრაინის დელეგაციის გასვლა.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ესაუბრა, მან თქვა, რომ მემორანდუმს ერთ კვირაში წარადგენდა. მაგრამ ჩვენ ის ჯერ კიდევ არ გვინახავს. უკრაინელებს ის არ უნახავთ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ვკითხე, ნახა თუ არა და მან უპასუხა, რომ არა. ასევე ვესაუბრე უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს, რუსტემ უმეროვს, რომელიც მომავალ კვირას სტამბოლში მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. არც მას უნახავს მემორანდუმი“, - აღნიშნა კელოგმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა