„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს
ბაჩო ახალაია მოსამართლეს - ბრალდენის არსი გასაგები არ არის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია
Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი

ლევან ხაბეიშვილი - როგორ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში - გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს

30.05.2025 ნახვები: 418

ყველანაირი პარტიული ზღვარი არის წაშლილი, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, - ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში.

“ძალიან მძიმე საყურებელია და ამ ყველაფრის ფონზე, სხვა ე.წ. პარტიის წარმომადგენლებმა თავში აზრადაც არ უნდა გაივლონ, რომ რამე არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მე გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მე და ნიკამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ნიკას იცით, რომ ეს პოზიცია ჰქონდა, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რომ არანაირი არჩევნები ივანიშვილის პირობებში არ იქნება. შესაბამისად, მგონი ყველა ხვდება, რომ ერთი პარტიის ლიდერი ციხეში, მეორე პარტიის ლიდერი ციხეში, მესამე ლიდერს ემუქრებიან, მიხეილ სააკაშვილი ციხეში, ოქრუაშვილი ციხეში, ყველა ციხეში და ამ დროს, ვინც თავისუფლებაზეა, თურმე გავლენ და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც სიგიჟეა. დღეს აქ რაც ხდება არ არის ნორმალური, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია როგორც ჩაატარეს დღეს, სასამართლო გადადეს, ხვალ უნდა ემსჯელათ თითქოს და დააკავეს, ეს არის კლასიკური მაგალითი როგორ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს კადიროვის ჩეჩნეთში, იმავეს აკეთებს ივანიშვილი საქართველოში. ცხადია, სოლიდარული ვარ ნიკასიც, ზურასიც, ოქრუაშვილისაც და ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან. ერთი რამე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ყველანაირი პარტიული ზღვარი არის წაშლილი, სანამ ყველა ამას კარგად არ გაიგებს, რეალობა კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია აქედან - ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს და შემდეგ, როცა ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება და ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ყველა გავა თავისი გემოვნების მიხედვით”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა