პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ნიკა მელია დააკავეს

29.05.2025 ნახვები: 418

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ და დეტალებს არკვევენ.

"ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, გადაცემის სახელია "ორ ცეცხლს შუა". ფაქტობრივად ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მეუბნებიან, რომ 100-მდე იყვნენ. ტელეფონები წაართვეს ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს", -აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის უფროსი მირანდა ბაღათურია.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა