პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

უკრაინამ რუსულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი გადასცა - რუსტემ უმეროვი

29.05.2025 ნახვები: 445

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი აცხადებს.

როგორც უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადიმერ მედინსკის გადასცა.

მისივე თქმით, თურქეთში 16 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მსოფლიო ელოდა, რომ რუსული მხარე ჩამოაყალიბებდა და უკრაინასა და პარტნიორებს გადასცემდა მემორანდუმს ცეცხლის შეწყვეტის ნაბიჯების შესახებ.

„სამწუხაროდ, რუსული მხარე ცდილობდა ამ პროცესის გაჭიანურებას, მაგრამ ზეწოლამ იმუშავა. პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების, პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე განცხადებების შემდეგ, რომლებმაც აჩვენეს, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინიაში მშვიდობის მიღწევის გარშემო, რუსებმა ბოლოსდაბოლოს შეგვატყობინეს, რომ დაასრულეს თავიანთი მემორანდუმი, თუმცა ისინი კვლავ აფერხებენ დოკუმენტის გადმოცემას“, – აღნიშნა უმეროვმა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისა და შემდგომი დიპლომატიური ძალისხმევისთვის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის და დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებისთვის. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსებთან შემდგომ შეხვედრებს და ველოდებით მათ მემორანდუმს, რათა შეხვედრა არ იყოს ცარიელი და მართლაც დაგვაახლოოს ომის დასრულებასთან. რუსულ მხარეს კიდევ, სულ ცოტა, ოთხი დღე აქვს დარჩენილი, რათა მოგვაწოდოს თავისი დოკუმენტი განხილვისთვის. უკრაინა ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება კონსტრუქციული. მხარეებს შორის შეხვედრებმა უნდა მოიტანოს შედეგები. სწორედ ამიტომ თითოეული შეხვედრა უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული. რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ მემორანდუმს დაუყოვნებლივ გადმოგცემდა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეასრულონ ეს დაპირება და შეწყვიტონ მცდელობა, შეხვედრა დესტრუქციულად აქციონ. დიპლომატია უნდა იყოს შინაარსიანი და შემდეგმა შეხვედრამ უნდა მოიტანოს შედეგები“, – წერს უმეროვი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა