კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე

ნახვები: 525 ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე

თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის მონაწილეობა და რა შედეგი ექნება ამას. ჩემი აზრით, თუ უკრაინა სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე. ასე რომ, გადაწყვეტილება პარტნიორებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მონაწილეობის შესახებ პარტნიორებისგან სიგნალები მიიღო.

ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა