მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet
Zelensky and Trump planning to meet in Washington on August 18
Trump says he 'largely' agreed with Putin on 'land swaps'
Trump handed Putin letter from his wife about abducted Ukrainian children – Reuters
Putin after meeting with Trump: Ukraine's security must be guaranteed
ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

ივანიშვილის განცხადება - დიპლომატიურად არაეთიკური ანუ „მტკიცე ლიდერი“ რუსული გეგმის შეფუთვას ცდილობს

28.05.2025 ნახვები: 809

ბიძინა ივანიშვილის განცხადება არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლის მკვეთრი დარღვევაა - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საუბარია სტრატეგიული პარტნიორის ელჩთან შეხვედრაზე, რომელიც, როგორც თავად ივანიშვილი ამბობს, მიზნად ისახავდა აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილის გადაცემას.
 
ის, რომ ფაქტობრივად ქვეყნის არაფორმალური მმართველი საჯაროდ ამხელს დიპლომატიური კომუნიკაციის დეტალებს, სადაც მთავარი გზავნილია, რომ „შანტაჟის ფონზე ვერ მივიღებ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს“, უკვე ქმნის ნარატივს, სადაც პირადი ფინანსური პრობლემა სახელმწიფო ინტერესებს ჩრდილავს და ეს სრულიად იშვიათი და დამაზიანებელი შემთხვევაა.
 
ბატონ ივანიშვილს შევახსენებ, რომ ქართველ მეფეებს შვილები, მეუღლეები, დედები გაუგზავნიათ რეალურად და სახელმწიფოს სასარგებლო გადაწყვეტილებებზე უარი არ უთქვამთ. თავად კი დაბლოკილ ფულზე ჭმუნავს.
 
ცალკე საკითხია, რომ განცხადება დიპლომატიური თვალსაზრისით სრულიად არაერთიკურია.
 
დიპლომატიაში არსებობს ოქროს წესი - პირადული და სტრატეგიული საკითხების ერთმანეთში არევა არ ხდება. მით უმეტეს საკითხზე მსჯელობა არ გადის საჯარო ფორმატში, როცა მათი განხილვა კულუარულ მოლაპარაკებებს საჭიროებს. ივანიშვილმა კი მიზანმიმართულად გადააქცია სახელმწიფო საკითხი პირად კაზუსად და შექმნა შთაბეჭდილება, რომ: ყველაფერი ფულზეა ჩამოკიდებული (მის „დაბლოკილ“ აქტივებზე საუბრით); ქვეყნის საგარეო კურსი დაკავშირებულია მისი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებაზე.
 
ეს წერილი ცხადია რომ სასოწარკვეთილი ადამიანის ტაქტიკური სვლაა.
 
ივანიშვილის ეს ტექსტი, კონტექსტით, დროით და სტილით - კლასიკური თავდაცვითი რეაქციაა დასავლური სანქციების მოლოდინზე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მის მმართველობას სერიოზულად ემუქრება იზოლაცია და დასავლური მხარდაჭერის შესუსტება.
 
ცხადია, რომ ივანიშვილი ცდილობს: 1. შექმნას წინასწარი ახსნა, თითქოს „ის“ არ არის ლიდერი, ვინც დისტანცირდება დასავლეთისგან, არამედ პირიქით; 2. დააზღვიოს საკუთარი თავი შიდა ელექტორალური თვალსაზრისით; 3. სავარაუდო დემარში დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ წარმოაჩინოს როგორც „საჭირო ნაბიჯი“ - თითქოს დასავლეთი არ ესმოდა საქართველოს ინტერესები.
 
უწყობს კი ხელს ივანიშვილის განცხადება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას? რასაც ვკითხულობთ განცხადებაში, იმის მიხედვით - არა.
 
კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ან განცხადების მიხედვით, აშშ-ის ელჩი სთავაზობს შეხვედრას, გზავნილის გადასაცემად, და პასუხად იღებს პათოსურ განცხადებას “შანტაჟზე”, რითაც ცალსახად ეუბნება დასავლეთს - „თქვენთან, ასეთ პირობებში, არ ვილაპარაკებ. ჯერ ფული და მერე საქართველო“.
 
ამას ემატება: ივანიშვილის მცდელობა მოახდინოს საკუთარი როლის ნიველირება და გადაწყვეტილებები კოლექტიური მსჯელობის შედეგად წარმოაჩინოს. ( ცხადია, ამას „ოცნების“ ბევრი წარმომადგენელი შეეწირება სამომავლოდ.)
ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის მიმართ საქართველოს ხელისუფლების სერიოზულობას.
 
და რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილი „ტრანსფარენტულობით“ ცდილობს საკუთარი მომხრეებისა და თანაგუნდელებისთვის მოახდინოს ძალის დემონსტრირება. აი, მას შეუძლია უარი თქვას ყველაზე გავლენიან ქვეყნის პირველი დიპლომატის გზავნილის მიღებაზე - “მე მტკიცე ლიდერი ვარ”
 
განცხადება რა თქმა უნდა, შეიცავს ღია გზავნილს: დამიბრუნეთ ჩემი აქტივები და შემდეგ ვისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოვახდენ დასავლური პოლიტიკის სრულ დემონტაჟს საქართველოში. ვის სასარგებლოდ, მგონი ეს კითხვა არც არის დასასმელი.
 
ეს განცხადება ერთგვარი გამოხატულებაა ახალი გეოპოლიტიკური არჩევნისა, რაზედაც მიუთითებდა აშშ-ის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სააგენტო. ივანიშვილს აღარ სჭირდება ნდობის შენარჩუნება დასავლეთში - მას სჭირდება რუსული გეგმის შეფუთვა შიდა აუდიტორიისთვის.
 
ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა