პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ლევან ხაბეიშვილი გომელაურის გადადგომაზე - კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა

28.05.2025 ნახვები: 432

კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა, „ნახმარს“ ვერაფერს ვერ იტანს - ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს მხოლოდ ერთი: ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ვახტანგ გომელაურის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს წასასვლელი არსად აღარ აქვს, რადგან „მაგნიტსკის“ სიაშია.

„კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა და მას აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ „ნახმარს“ ვერაფერს ვერ იტანს, შესაბამისად, ლილუაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გომელაურის დრო დადგა, წასასვლელიც არ აქვს ოღონდ არსად, ევროპაშიც ვერ წავა, „მაგნიტსკის“ სიაშია, აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს, ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა „ნახმარი ნაჭერივით“ და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე-ფაქტო მთავრობა.

ახალი მინისტრი [გელა გელაძე] არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ივანიშვილის დამხობა უნდა იყოს, მის სათამაშოებთან ერთად“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც ის აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

დღესვე, შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა