პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას აშშ-ის ელჩთან შეხვედრის საკითხზე - კალაძე

28.05.2025 ნახვები: 366

ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია - ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარს თავად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განმარტავს.

„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას. თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. ეს დამოკიდებულება, რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული.

დასანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო?! რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იმავე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერჩით და არავის ვებრძვით. ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს.გუშინ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა