პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

16 წლის საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახეს

28.05.2025 ნახვები: 461

„დინამო თბილისის“ მცველმა და საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, საბა ხარებაშვილმა კომენტარი გააკეთა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე – ვილი სანიოლმა „დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი ფარერებთან და კაბო ვერდესთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე მიიწვია.

საბა ხარბაშვილი ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

„როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ გავიგე, ისეთი წარმოუდგენელი შეგრძნება მქონდა, ამის აღწერა ძნელია. ფეხბურთელის კარიერაში ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ არსებობს, ბავშვობის ყველა ოცნებამ თვალწინ ჩამიარა.

28 მაისს ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“ შეხვედრაა და ამ თამაშზე ვარ კონცენტრირებული, მერე კი მთლიანად სანაკრებო შეკრებაზე გადავერთვები.

რა თქმა უნდა, ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობაა, ამასთანავე, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და სტიმულია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლო“.

შეგახსენებთ, რომ „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით, 16 წლის საბა ხარებაშვილის სატრანსფერო შეფასება 1.2 მილიონი ევრო გახდა და ის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა