პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ვოლოდიმირ ზელენსკი - პერსპექტივა ნათელია - რუსეთის ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე სარკისებურად ვუპასუხოთ

28.05.2025 ნახვები: 376

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს, რუსეთის თავდასხმებს სარკისებურად უპასუხოს.

მისი თქმით, უკრაინა დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტების საკუთარი წარმოების გაზრდაზე მუშაობს და ევროპელ პარტნიორებთან ახალი შეთანხმებები მზადდება ასეთ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ეხება.

„რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ ჩვენს გეგმებზე ან შესაძლებლობებზე, მაგრამ პერსპექტივა ნათელია - რუსეთის ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე სარკისებურად ვუპასუხოთ. მათ იქ, რუსეთში მკაფიოდ უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები და ასეც იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უნდა შექმნას თავდასხმის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური აღჭურვილობა, რადგან ისინი ამ ომში ძირითადი ელემენტებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა