კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა

ნახვები: 531 The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა

გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.

ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს ვესტიბიულში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.

“ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა, და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს”, - განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა.

ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია მისი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, “საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების “მრავალ და თანმიმდევრულ ცნობებზე” საუბრობს.

“ყველაზე ძლიერი შესაძლო ტერმინებით ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუღალავი ძალისხმევებისთვის დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმისთვის,” - განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა