პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია

27.05.2025 ნახვები: 417

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია“.

როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული გამოსძალოს“.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხალხი ციხეში მიდის, ბაჩიაშვილიც ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია. ეს ადამიანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ მეწარმე, რომელსაც ფული უნდა გამოსძალონ. ამ მიზნით სვამენ ციხეში, ტყვედ აჰყავთ იმისთვის, რომ ის თანხა, რასაც ივანიშვილი მას ედავება, პატიმრობის პირობებში გამოსძალოს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ბაჩიაშვილს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, ე.ი. ივანიშვილსაც ჩადენილი აქვს, ერთად აკეთებდნენ ე.წ. მაინინგს, ერთად გამოიმუშავებდნენ ბიტკოინებს, ერთად შოულობდნენ ფულს. ვინ არის მტყუან-მართალი, ამას ამ სასამართლოს პირობებში ვერ გავარკვევთ, ამის არავის სჯერა. ამ ადამიანს ციხეში მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ივანიშვილმა ფული გამოსძალოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა