პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

გიორგი ბაჩიაშვილი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხვალ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას გააკეთებს

27.05.2025 ნახვები: 461

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ, სასამართლო პროცესზე გააკეთებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დატოვების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან მისი განმარტებით, მომხდარზე განცხადების გაკეთება თავად ბაჩიაშვილს სურს.

ის ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "მტკვარი ჰესის" საქმეზე მიმდინარე საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთებს.

„მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა, მისი სურვილია, ხვალ, როცა მისი სასამართლო პროცესი შედგება ("მტკვარი ჰესის"), თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებით",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა