პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს 21:00 საათზე მიმართავს

26.05.2025 ნახვები: 491

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს 21:00 საათზე მიმართავს. ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თავდაპირველად 19:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა დრო 21:00 საათისთვის გადაიწია.

26 მაისს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართება.

“26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, ღონისძიებები სახელწოდებით “საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებების ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ იქნება.

დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია მსვლელობები რამდენიმე ლოკაციიდან.

16:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება კულტურის სფეროს მსვლელობა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანი მარში ფილარმონიიდან პარლამენტამდე “არტისტულ მანიფესტს“ წარმოადგენენ.

20:00 საათზე, რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოძრაობის სტუდენტები საკუთარ გეგმებს ისაუბრებენ. 17:00 საათიდან კი საგამოფენო სივრცე გაიხსნება.

“საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ.

მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა!

და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს

ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება

კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც:

რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად!

ვიცავდით და კვლავ დავიცავთ!

ბოლომდე!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა