პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

გიორგი გახარია - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს

26.05.2025 ნახვები: 448

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს - სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო, თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ღირსეული მომავალი ექნებათ.

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“- წერს გახარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა