პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26.05.2025 ნახვები: 438

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ილჰამ ალიევი მისალოც განცხადებაში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღება.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველი ჩვენი ხალხების მტკიცე ნებაზეა აგებული, რომლებიც ისტორიულად მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრადიციებზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით და ყოველწლიურად ღრმავდება.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს ახალი შინაარსით გამდიდრებაში. თქვენი ბოლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს კონტაქტებთან ერთად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური ბუნების ნათელი დასტურია.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობაში. ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ერთობლივი პროექტები ასევე ქმნის ახალ ლანდშაფტს ევროპის ენერგეტიკულ რუკაზე და სასიცოცხლო როლს ასრულებს კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით წინსვლას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ამ შესანიშნავ დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს და გულწრფელად გისურვებთ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი მისალოც წერილში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა