ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

გიორგი ვაშაძე - დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა - დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები

26.05.2025 ნახვები: 342

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისვე შეფასებით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, „არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც”.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას.

ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად გააყალბოს ისტორია, წაართვას ხალხს მომავალი და საქართველოს მტრად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გამოიყვანოს, მაშინ, როცა ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი.

ისტორია მეორდება - იგივე მეთოდები, იგივე მიზნები, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, მაგრამ დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა - დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები, რომლებმაც თავისუფლება და ევროპული ღირებულებები მიიღეს, როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და მზად არიან, ბოლომდე იგი დაიცვან.

ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველო არ დარჩება მარტო, დაუცველი; საქართველო არ მოხვდება იზოლაციაში;

საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას და იქნება თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი ქვეყანა ძლიერ მეგობრებთან ერთად!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორია, სიმართლე და ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფალი.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა