პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ირაკლი კუპრაძე - მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს

26.05.2025 ნახვები: 412

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აჩვენოს ქართველმა ხალხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები, რაც არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო.

„26 მაისს მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ. გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები - ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო, თავისუფალი საქართველო პოლიტპატიმრებისგან და ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან“,-განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა