მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ამერიკა, მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო

ნახვები: 898 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ამერიკა, მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო

მადლობა ამერიკა, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობა ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო.

უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა