თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინისგან თანხას უკან დაიბრუნებდა

ნახვები: 573 ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინისგან თანხას უკან დაიბრუნებდა

მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი კიდევ ერთი ბრძოლის დასრულებაა, მართლაც საშინელი ბრძოლის დასრულებაა, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ შესანიშნავი საუბრები გვქონდა, მათ შორის რუსეთთანაც“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მ უკრაინას გაცილებით მეტი დახმარება გაუწია, ვიდრე სხვა ქვეყნებმა და აღნიშნა, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ დახარჯულ თანხებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

„მოხარული ვარ, რომ მაკრონიც მეთანხმება იმის შესახებ, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის ხარჯები და ტვირთი ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა აიღონ და არა მხოლოდ აშშ-მა და რომ ევროპამ უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცენტრალური როლი უნდა შეასრულონ, რისი გაკეთებაც მათ სურთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „მშვიდობა უკრაინის დანებებას ან გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა ნიშნავდეს“.

„ამ მშვიდობამ უკრაინის სუვერენიტეტი უნდა უზრუნველყოს და უკრაინას საშუალება უნდა მისცეს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმ საკითხებზე მოლაპარაკებები შეძლოს, რომელიც მას ეხება. ასევე, ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რათა უკრაინისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ევროპელებისთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პრესკონფერენციამდე, ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა უკრაინის ევროპული მხარდაჭერის შესახებ საუბრისას დონალდ ტრამპს სიტყვა შეაწყვეტინა.

„როგორც გესმით, ევროპა უკრაინას ფულს ასესხებს და ისინი იღებენ ფულს უკან“, - აღნიშნა ტრამპმა, რა დროსაც მაკრონმა ხელი ჩასჭიდა ტრამპს და უთხრა:

„არა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ გადავიხადეთ. ჩვენ გადავიხადეთ მთლიანი ძალისხმევის 60%. აშშ-ს მსგავსად: სესხები, გარანტიები, გრანტები. ჩვენ გვაქვს 230 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები ევროპაში, რუსული აქტივები. მაგრამ ეს არ არის სესხის უზრუნველყოფა", რადგან მაკრონის თქმით, ეს არ არის "ჩვენი საკუთრება", ის გაყინულია.

"თუ, საბოლოოდ, მოლაპარაკების შედეგად, რუსეთი მზად იქნება გადმოსაცემად, შესანიშნავი იქნება, ეს საბოლოოდ სესხად ჩაითვლება და რუსეთი გადაიხდის".

ამის პასუხად კი ტრამპმა თქვა, "თუ გჯერა ამის, ეს კარგია ჩემთვის".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა