მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი

ნახვები: 830 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებული ყოველი ორი დოლარი რუსეთისთვის 10 დოლარის ზარალის მიყენებას ნიშნავს.

„ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს.

„უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს - ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა - ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა