პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება

ნახვები: 664 ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კოორდინირებული, წინასწარ დაგეგმილი იყო და ამ ეჭვს ადგილზე პოლიციელების არ ყოფნაც უმყარებს.

„გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იყო ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც წინასწარ კოორდინირებული იყო, ეს კი მძიმე კატეგორიის დანაშაულია. გუშინ არ ყოფილა არავითარი გამოხმაურება, ამიტომ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე კამერების ჩანაწერები. ასევე, მოკლე ვიდეო ჩანაწერი გადაიღო პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა, საიდანაც რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ.

ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილიც. მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს.

დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, შეამჩნიეს ეს პირები, თუმცა, როცა პოლიცია უნდა გაეფრთხილებინათ, იქ ისინი არ იყვნენ.

თუკი არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ვგეგმავთ, რომ შესაბამის ყველა უწყებას პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მივმართოთ. განმარტებას ასევე აეროპორტის ადმინისტრაციისგანაც ველოდებით.

კომპლექსურად ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი მსგავსი ფაქტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი 18 თებერვლის გამთენიისას მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა