ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

ნახვები: 603 თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით:

  • იან გოლდინგს - Customer Experience Consultancy | CXPA (UK)
  • ოლგა პოტაპცევას - European Customer Consultancy | CX Panda (UK)
  • შონ ბელდინგს - Belding Group (Canada)
  • ჯულიან ჰავესს - Qmatic (UK)
  • ნიკ ვან ლანგენდონქს - Unbossers Network (Belgium)

სამიტზე, CX Hub, საქართველოში პირველად წარადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდოს - CX Award Georgia, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შემოიტანონ განაცხადები - მომხმარებლის (CX) ან თანამშრომლის (EX) გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული პროექტების და ინიციატივების შესახებ. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი შეაფასებს, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. CX Award Georgia-ში მონაწილეობის მიღება პირველ წელს სამიტის ფარგლებში უფასოა. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ბმულზე.

გარდა ამისა, CX Business Summit-ის ფარგლებში დაინტერესებულ აუდიტორიას ეძლევათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ სამიტთან ერთად, იმავე დღეს, დაესწრონ CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებლის - იან გოლდინგის ვორქშოფს, თემაზე: „ლიდერობის მნიშვნელობა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვაში - თვითშეფასების ვორქშოფი”.

სამიტის ორგანიზატორია მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub, გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში. ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ინდუსტრიისთვის, მნიშვნელოვანია მონაწილეობა ისეთ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესებს უკეთ გაუგონ მომხმარებლებს და მიაწოდონ მათ ხარისხიანი სერვისი.

სამიტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ღონისძიება გაიმართება 24 თებერვალს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში.

კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო

საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და

თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და სისტემების დანერგვაში. დეტალურად ინფორმაცია CX HUB-ზე შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე.

ღონისძიების პარტნიორები:

ორგანიზატორი: CX Hub- მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო

გენერალური პარტნიორი: თიბისი

პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა