მარკ რუტე - რუსეთი ევროპასა და მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

საია - „ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს

07.02.2025 ნახვები: 910

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაშია აღნიშნული.

ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

„აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება, შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს. საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს: შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა: ძველ რედაქციაში „მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო „რწმუნებული“ - ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი. საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: “ორგანიზატორი” და “პასუხისმგებელი პირი”. „ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც „ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო „პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა. ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს. ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე. ამასთანავე, ახალი რედაქცია “პასუხისმგებელ პირს” აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ. ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

„აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები ასევე დაჩქარებული წესით შევიდა ძალაში 2024 წლის დეკემბერში“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

შეფასება სრულად იხილეთ აქ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა