პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ნონა ქურდოვანიძე - პალატაში ადვოკატს დახვდა მზია ამაღლობლისთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა

ნახვები: 665 ნონა ქურდოვანიძე - პალატაში ადვოკატს დახვდა მზია ამაღლობლისთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა

მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელი არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

„დღეს მზია ამაღლობელი კლინიკაში მოინახულა საია-ს ადვოკატმა. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა.

მზია კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ კვლევები დასრულებულია, დააბრუნონ ციხეში. ის არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

მოშიმშილე პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და მისი დაცვა ევალება სახელმწიფოს“, - წერს ქურდოვანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა