თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მართლწესრიგის ინსტიტუტი ამოქმედდა

ნახვები: 629 მართლწესრიგის ინსტიტუტი ამოქმედდა

პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ინსტიტუტი ამოქმედდა. 50 მართლწესრიგის ოფიცერი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში დაგეგმილზე ადრე შეუდგა მუშაობას. ინიციატივა მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსის შედეგად შერჩეული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან და სასწავლო კურსის გავლის შემდეგ იწყებენ მუშაობას.

სულ, თბილისის ყველა რაიონში, 365 მართლწესრიგის ოფიცერი იმუშავებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო კონცეფციის სრულყოფილად დანერგვისათვის იგეგმება მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა და ყველა მსხვილი ქალაქში ამოქმედება.

ახლად დანიშნულ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უწყების თანამშრომლებმა მიულოცეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა