თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება

ნახვები: 627 ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, "ანტიამერიკელი ხულიგნები" სანქციების საფრთხის ქვეშ დგანან.

"ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება. ანტიამერიკელი ხულიგნები სანქციების საფრთის წინაშე დგანან. ტრამპი ამას გამოასწორებს“, - წერს უილსონი.

ჯო უილსონი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა