პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც ერთი სტაციონარში ტვინის შერყევითაა მოთავსებული, მეორე კი გაეწერა

ნახვები: 660 „ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც ერთი სტაციონარში ტვინის შერყევითაა მოთავსებული, მეორე კი გაეწერა

გუშინ, ჩვენს კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შემოიყვანეს - ერთი პაციენტი სტაციონარში თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

„გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა