ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ვასილ მაღლაფერიძის გავლენა მოქმედებს

30.01.2025 ნახვები: 662

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ის გავლენა, რაც მოქმედებს საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე არის ვასილ მაღლაფერიძის გავლენა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან უფრო დიდი ყურადღება უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართა, რათა ტელევიზიამ კანონით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

„მე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, როდესაც აქ მოვედი, აღმოჩნდა, რომ სპეციალური სიით შეიძლება [შენობაში] შესვლა და არა ჩემი საშვით, რომლითაც ჩვეულებრივ ვაღებ საზოგადოებრივი მაუწყებლის კარს და შევდივარ, როგორც თანამშრომელი. შიგნით სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეფასებით დღეს იმის გამო გაიმართა, რომ ხვალ ვადა იწურება და კანონი, რომ არ დარღვეულიყო, ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბოლო ვადამდე საბჭოს სხდომის გამართვა მიიყვანა, რომელსაც ჩაემატა მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საკითხი. ამაზე ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ.

ჩემი პოზიცია არის კონკრეტული, მაუწყებელზე უნდა ისმოდეს ხალხის ხმა. ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი საზოგადოება და პოლიტიკოსების ნაცვლად, ამ მრავალფეროვან საზოგადოებას უფრო მეტად უნდა ეთმობოდეს ხმა. იმიტომ, რომ ხალხი თავის სიტყვას ამბობს და ეს სიტყვა ფართოდ უნდა ჟღერდეს. მე დღესაც დავაფიქსირე და გავიმეორე ჩემი პოზიცია, რომ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ის გავლენა, რაც მოქმედებს საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე არის ვასილ მაღლაფერიძის გავლენა, რაც შიგნით თანამშრომლებისთვის ადვილი დასანახია, როგორ აქვს მას კომუნიკაცია საინფორმაციოს ხელმძღვანელთან, როგორ აქვს მას კომუნიკაცია არხის დირექტორთან, როგორც აქვს მას კომუნიკაცია ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ყოფილ ხელმძღვანელთან...

მისი [ვასილ მაღლაფერიძის] გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე მოქმედებს და ვიდრე ეს არ აღმოიფხვრება, რთულია რაღაცის გაკეთება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო დიდი ყურადღება იქნება საზოგადოების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რომ მან კანონით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს, ის ამას ვერ გაექცევა, ყველაფერი არის საზოგადოების ხელში“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა