საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას

30.01.2025 ნახვები: 703

გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ბოკუჩავას შეფასებით, ეს არის საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“.

„რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვეს ადამიანებმა, ვინც 60 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე, ვინც უკანონოდ ჰყავს დატყვევებული ივანიშვილს, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საპარლამენტო ასამბლეაში და მთავარი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, ჩაიდო ოფიციალურად დოკუმენტში და იმისთვის, რომ პროპაგანდამ ვერ შეძლოს რაიმე ტიპის ინტერპრეტირება, მანიპულაცია და ტყუილი, აისახა დოკუმენტში, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს მომავალ რამდენიმე თვეში და მხოლოდ ამ მიზნით ფორმალურად უნარჩუნებს უფლებამოსილებას „ქართულ ოცნებას“. ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს არა სანქცირებული სუს-ი, შსს და არსებული ცესკო, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტები.

ასევე არის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ისევე როგორც მოძალადეების დასჯის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეში, ჩავატაროთ ახალი არჩევნების, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა