პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნახვები: 656 „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა