War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს-კალაძე

ნახვები: 431 სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს-კალაძე

სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.

„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ხელს ამაში და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, ვინ უშლის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზე ნუ დამაწყებინებთ შეფასებების გაკეთებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა